5

M&M-ის 75 წლის იუბილე გრძელდება

09.03.2016 | ვიდეო, სიახლე

როგორც იცით, ყველაზე ტკბილი და გემრიელი M&M-ი 75 წლის გახდა და იუბილეს აღსანიშნავად, სახალისო ვიდეო რგოლი შექმნა (იხილეთ სტატია: “M&M”- სი 75 წლის იუბილეს აღნიშნავს!), თუმცა ბრენდმა გადაწყვიტა იუბილე მთელი წლის განმავლობაში აღნიშნოს და კიდევ ერთი ვიდეო და პრინტ კამპანია “Candy Man”-ის თემატიკაზე შემოგვთავაზა ერთგულ მომხმარებლებს.

1941 წელს, კონდიტერი ფორესტ მარსი ეძებდა გზებს, როგორ გაეყიდა პროდუქტი და დახმარებოდა ოჯახს. ამერიკელებმა, შეაჩერეს შოკოლადის ყიდვა, ვინაიდან სიცხის გამო აღნიშნული პროდუქტი დნებოდა. მარსმა გადაწყვიტა, შოკოლადის ახალი სახეობა შეექმნა, რომელსაც გარედან დამცავი გარსი ექნებოდა და მარტივად არ დადნებოდა. უილიამ მურისთან პარტნიორობის შედეგად, დაიწყო პროდუქტის მიწოდება-გაყიდვა და სახელად, თანაპარტნიორის და მისი გვარის ინიციალების კომბინირებული ვარიანტი: M&M’s-ი უწოდა.

მას შემდეგ, პროდუქტი ძალიან გავრცელდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა ბაზარზე, დღემდე ძალიან გემრიელი და ყველასთვის საყვარელი შოკოლადია, რომელიც ასევე ორიგინალური და კრეატიული მარკეტინგული კამპანიებით გამოირჩევა. 1954 წელს, დაემატა სხვადასხვა არომატი და გემო, ამასთანავე ფერი და კიდევ უფრო მეტი ადამიანის საყვარელი შოკოლადი გახდა.