hj

ცუდი რჩევა

09.10.2015 | თეონა ბაღდავაძის ბლოგი, სიახლე

სამსახურის პირველი დღე კარგად მახსოვს, სტაჟირება ერთ-ერთ ტელევიზიაში, 16 წლიდან სამი თვე იქ გავატარე.

დილით სახლიდან ადრე გავედი, საყვარელ სიმღერას ათჯერ მოვუსმინე (დღემდე ყველაზე მეტად ერთი და იგივე მუსიკის თავბრუსხვევამდე მოსმენა მამშვიდებს ),
საშვისთვის პირადობის მოწმობა ჩანთის წინა ჯიბეში ჩავიდე და სექტებრის პირველ კვირაში ნერვიულობით გაყინული ხელი დავუქნიე ტაქსს.

მეგონა, ჩემი „ სამსახურის „ კარს რომ შევაღებდი, ანტრესოლიანი ნიუსრუმი გაჩერდებოდა, ყველა ღიმილიანად მომესალმებოდა, გამაცნობდა საკუთარ ვინაობას, საქმიანობას, ჰობის და სამომავლო გეგმებს. მერე მეც გამომკითხავდნენ, რომელი სკოლა დავამთავრე, ბავშვობიდან მინდოდა თუ არა ჟურნალისტობა, რომელი წიგნი წავიკითხე ბოლოს და ვისი ლექცია მომწონდა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ყველაზე მეტად.

შენც არ მომიკვდე, თავიდან ისიც მეგონა , რომ ეს ადამიანები საერთოდ ვერ მამჩნევდნენ, ერთნი ყავას სვამდნენ პიჯაკში და გრიმში, ან უგირმოთ, სხვები კომპიუტერს უსხდნენ, ბეჭდავდნენ ან ფერად ბუშტებს რომ ხეთქავ იმას თამაშობდნენ, დანარჩენები კი ალბათ არც არაფერს აკეთებდნენ.

ასე გავიარე დაბნეული 3 წუთი, ღრმად ჩავისუნთქე, დაბნეულობისგან დაკუჭული ღიმილი გავასწორე და წელში გამართულად, ხათუნა სად ვნახოთო , შედარებით თანაბარი ხმით ვიკითხე.

ამ კითხვის იმედი მქონდა, ვიფიქრე, იქნებ ამოვხსნა ტოტალური იგნორის მიზეზი და უბრალოდ მითხრან სხვაგან მოხვდიო. ჩემს გვერდით თითის მოძრაობით მივხვდი ფრანგული ანდაზის არსს, თითი თუ რომელიმე მიმართულებას აჩვენებს, მხოლოდ
ბრიყვი უყურებს თითსო.

მიუხედავად ჩემი ორიენტაციული დაბნეულობისა, ინსტიქტით მივხვდი რომ ხათუნა ამ არცთუისე კეთილგანწყობილი სკის ბოლოში უნდა მეძებნა. ასეთ სიტუაციებში ყველაზე მეტად ვნანობ ქუსლებს, ქუსლებით სიარულს ხომ თავდაჯერებულობა უხდება, ამ სიტუაციაში კი კარგი თექის სახლის „ ჩუსტი „ ( ნივთი რომელიც ბავშვობიდან მძაგს) რომ მცმოდა უფრო რელევანტური ვიქნებოდი.

მივადექი ჟალუზებით შებინდულ ოთახს, მთელი ჩემი გაბედულობა ერთ მუჭში მოვიკრიბე , ინტერნეტიდან გადმოკოპირებული სამოტივაციო წერილი ჩავბღუჯე და
ხათუნას ოთახში აღმოვჩნდი.

აქ უკვე მოლოდინები შედარებით ნაკლები მქონდა და თუ წინა ღამეს, 10 წუთ ჩაძინებულს მეგონა, რომ ამერიკული ფილმების მსგავად, დიდ შეხვედრების ოთახში შესულს განსხვებული სქესის , რასის და ჰაბიტუსის ადამიანები ტაშისკვრით შემხვდებოდნენ, 3 წუთიანმა შარკოს დუშმა, უკვე შემაგუა იმ აზრს, რომ ჩემს მოსვლას ამ შენობაში ციური მანანივით ნამდვილად არ ელოდნენ.

ხათუნას და ჩემს შეხვედრას და ურთიერთობას ცალკე ბლოგს მივუძღვნი , უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ კაბინეტიდან ისეთი გამშრალი ყელით და დაწითლებული სახით გამოვედი, მეგონა რომ ფინურ საუნაში ვიცხოვრე ბოლო 24 საათი .

Welcome to the Grown Up Word ! ჩემი ცხოვრება რომ ფილმი ყოფილიყო, ალბათ ამას ჩამჩურჩულებდა, ლიფტში სრულიად უცნობი ადამიანი, თუმცა ჩემი ცხოვრების სცენარს, როგორც ყოველთვის მე ვწერ, ამიტომ სულ სხვა განვითარება გადავწყვიტე.

სტაჟირების სამი თვიდან პირველი ორი თვე არაფრისმომცემი იყო ჩემს ცხოვრებაში, ალბათ პირველად ვიგრძენი მაშინ, რომ ადამიანებს უბრალოდ არ ვაინტერესებდი. როგორ მე თეონა ბაღდავაძე, პიისატრეწელი ფრიადოსანი,ასეთი კეთილი, მხიარული და სამი უცხო ენის მცოდნე,შეიძლება რომ ადამიანებს არ ვაინტერესებდე?!

ალბათ რაღაც საბოტაჟია, მთელმა კოლექტივმა პირი შეკრა და ჩემი წასვლის მერე, უწვრილმანეს დეტალებამდე განიხილავენ რა მეცვა და რომელ ყავას ვსვამ და ვის რა ვუთხარი. ტაქტიკაც პრობლემის შესაბამისი ავირჩიე, მათ თუ არ ვაინტერესებ, მეც არ მაინტერებს, პრინციპში რა არის საინტერესო, მე ხომ ისედაც ყველაფერი ვიცი!

ასე განვლო ჩემი ზრდასრული ცხოვრების პირველმა ორმა თვემ, მერე მომბეზრდა და მოვიწყინე, ეს თამაში რომელიც ჩემს თავში წამოვიწყე აღარ იყო საინტერესო, ხოდა მეც გავტყდი. ავდექი და ერთ -ერთ ჩემს ჟურნალისტსს რაღაც ვკითხე, თავიდან უხალისოდ შემომხედა, მაგრამ ჩემს დაინტერესებულ თვალებს ხათრი ვერ გაუტეხა და მიპასუხა, მერე კიდევ კკითხე, მერე გავთამამდი,იქნებ ცოტა დრო რო გექნება მომიყვე რას აკეთებდთქო.

როცა მივხვდი, რომ ეს წესიერი ადამიანი ძალიან შევაწუხე, მერე მეორესთან მივედი, ასე შევიძინე ბევრი მეგობარი და უფრო მეტი ფასდაუდებელი რჩევა, რომელიც პროფესიულ უნარჩვევებზე მეტად, საკუთარი თავის განვითარებაში დამეხმარა.

სტაჟირების პირველ ორ თვეს ყოველდღე იმას ვფიქრობდი, დამტოვებდნენ თუ არა აქ სამუშაოდ, იმას კი არა, მინდოდა თუ არა რომ დავეტოვებინეთ, უბრალოდ
აკვიატებულად ვფიქრობდი, მილიონ სცენარს როგორ უნდა დამემტკიცებინა ჩემი აუცილებლობა იმ სამსახურში. სცენარები ერთმანეთზე უარესი იყო და ძირითადად ისეთი ღირსებების ხაზგასმაზე გადიოდა, რომელსაც დღეს საკუთარი პიროვნების განვითარების ყველაზე დიდ ხელშემშლელ პირობად ვთვლი.

თუმცა როგორც კი კითხვა- კითხვით დიდურ ცხოვრებაში სწავლა დავიწყე, ეს სურვილი საერთოდ გაქრა, გაქრა ბუნებრივად, იმიტომ რომ ჩემთვის მთავარი გახდა პროცესი და არა ერთი კონკრეტული შედეგი, სამსახური, რომელიც როგორც მერე საკუთარ თავს ძალიან ალალად გამოვუტყდი საერთოდ არ მომწონდა.

აღმოვაჩინე, რომ ცხოვრებას, პასუხისმგებლობის შეგრძნებას და მუხლჩაუხრელად მუშაობს ბევრად მეტი აქვს ბავშვურ თამაშთან საერთო, ვიდრე ჩვენ ვაღიარებთ.ბავშვები ხომ მხოლოდ იმისთვის თამაშობენ, რომ საკუთარი ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ და სიამოვნება მიიღონ ცხოვრებისგან. ასეა მუშაობაც, ერთადერთი

გზა, რომ ჩვენ გავაკეთოთ საქმე კარგად, არის თამაშის მთავარი პრინციპის არდავიწყება, აჰყვე საკუთარ ცნობისმოყვარეობას და ბოლომდე იყო თამაშის პროცესში
ჩართული

ასე რომ თქვენ მართალს ამბობთ მე კი არ ვმუშაობ, ვთამაშობ

P.S სტაჟირების შემდეგ, მთხოვეს სამსახურში დარჩიო, მადლობა გადავუხადე და ამჯერად სხვაგან წავედი სათამაშოდ.