tips_2014_montage2-copy

კამპანია თამბაქოზე დამოკიდებულების წინააღმდეგ

28.09.2015 | ვიდეო, ვიზუალური კომუნიკაცია, სიახლე

ამერიკის შეერთებლ შტატებში დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო ფართომაშტაბიანი გრაფიკული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს თამბაქოდამოკიდებული ადამიანების რიცხვის მკვეთრ შემცირებას. დღეს ამერიკაში თამბაქოდამოკიდებული 42 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. კამპანიის ფარგლებში აქტიურ მწეველებს რჩევებს აძლევენ ყოფილი მწევლები და ისინი ვის ჯანმრთელობასაც თამბაქომ მძიმე კვალი დაატყო.მაგალითად : შოუნი მაყურებელს საკუთარი გამოცდილებას უზიარებს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იცხოვრონ მათ ხვრელით კისერში, რომელიც თამბაქოს მოხმარების ბრალია. ამანდა კი თამბაქოს მოხმარების შედეგად ქვეყნად ორი თვით ადრე მოვლენილ ახალშობილზე მოგვითხობს. რეკლამები 7 ივლისიდან გადის ტელევიზიასა და რადიოში, ასევე მათი განთავსება მოხდება ბეჭდურ მედიასა და ბილბორდებზე.





300x600-gif