12003012_905687332883125_3554689034478395985_n

ქართველი მხატვრის ნამუშევრების არნახული წარმატება

27.09.2015 | ვიზუალური კომუნიკაცია, სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტის 23 წლის ქართველი მხატვრის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე მოხვდა. ლევან სონღულაშვილი ვიზუალური ხელოვნების სამაგისტრო სასწავლებელში, ენდი უორჰოლის მიერ დაარსებულ ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, მის მიერ ნიუ-იორკში გატარებული ათთვიანი ქრონოლოგია საკმაოდ შთამბეჭდავი და წარმატებულია. ქართველმა მხატვარმა 30,000 დოლარიანი საგრანტო ჯილდოც მოიპოვა. ასევე სასწავლებელში პორტფოლიოს საფუძველზე ქართველი ხელოვანი გახდა აკადემიის მიმღები კომისიის რჩეული და 7,000 დოლარიანი სასტიპენდიო ჯილდო გადაეცა. ქართველი მხატვრის წარმატება ამით არ დასრულებულა. წლის ბოლოს აკადემიის მთავარი ჯილდოს ” Portrait Scholarship Award 2015 – $ 10, 000″ გამარჯვებული გამოვლინდა, სადაც მონაწილეობას ამერიკელი, ევროპელი და აზიელი ხელოვანები იღებდნენ… მათ შორის გამარჯვება ლევან სონღულაშვილმა მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე ეს ჯილდო არც ერთ ქართველ ხელოვანს არ მიუღია. ლევან სონღულაშვილისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ” Tribeca Ball 2015″ – ზე, მონაწილეობის მიღება სადაც ხელოვნების ცნობილი სააუქციონო სახლების, ასევე, “ნიუ-იორკ თაიმზის”, “არტ ინ ამერიკას’, უოლ სთრით ჟურნალის, “ნიუ-იორკერის” რედაქტორები და მათი წარმომადგენლები, ხელოვნების კრიტიკოსები, მხატვრები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და ა.შ. იყვნენ მიწვეულნი. სტუმრები ქართველი მხატვრის სახელოსნოს ესტუმრნენ, სადაც მნიშვნელოვანი ურთიერთობები დამყარდა. სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ლევანის სახელოსნოს სტუმარი იყო ბრუკ შილდსიც. მას სწორედ იმ ნამუშევრის შეძენა სურდა, რომელიც მსახიობის მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ამერიკელმა არტ კოლექციონერმა შეიძინა. მსოფლიო ვარსკვლავმა ქართველი მხატვრის სახელი ჩაინიშნა და მასთან შეხვედრა ” Tribeca Ball 2015″ – ზე დაგეგმა. ” Tribeca Ball 2015″ ქართველი ხელოვანისთვის იმით იყო გამორჩეული, რომ ლევანმა რამდენიმე დღის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთა მიიღო იაპონელი კოლექციონერებისგან. მათ ქართველი მხატვრის ნამუშევრები ტოკიოს და ნიუ-იორკის გალერეებისთვის სურდათ. ლევანის ნამუშევრები უდიდესი პოპლულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ. მისი ნახატები მსოფლიოში ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებშია. ყველაზე მიშვნელოვანი კი ამ ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი სოთბის არტ აუქციონია. ამ აუქციონისთვის მისმა ორგანიზატორებმა აირჩიეს ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი სახელწოდებით “მედუზა”, რომელიც ოქტომბერში ნიუ-იორკში გამოიფინება.





300x600-gif