11999755_541255256026310_7534141927204929388_o

საქართველოში პირველი სოციალური კაფე გაიხსნა

25.09.2015 | ვიზუალური კომუნიკაცია, სიახლე

საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა პირველი ”Co-Working Space” (საერთო სამუშაო სივრცე) და სოციალური ბარი – „გენერატორი 9.8“. ახალ სივრცეს სოციალური საწარმოს სახე აქვს და დაფუძნებულია მოხალისეობასა და „გაზიარების ეკონომიკის“ პრინციპებზე.შექმნილი საერთო სამუშაო სივრცე იდეალური გარემოა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ახალგაზრდების ყოველდღიური განვითარებისა და თვითგამოხატვისთვის, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა საინტერესო იდეების, ურთიერთობების გენერირებასა და განხორციელებას. „გენერატორი 9.8“ დაინტერესებულ პირებს/ორგანიზაციებს 10:00-დან 19:00 საათამდე სთავაზობს, როგორც სამუშაო სივრცესა და პირობებს საქმიანობის განსახორციელებლად, ასევე კაფე-ბარს. საღამოს, 19:00 საათის შემდეგ სივრცე ეთმობა სოციალურ ბარს, სადაც დაიგეგმება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები: საჯარო ლექციები, გამოფენები, მუსიკალური ღონისძიებები, საგანმანათლებლო ვორქშოფები, კინოჩვენებები, ექსპერიმენტალური საღამოები, კლუბების არაფორმალური შეხვედრები და ა.შ.




300x600-gif