teona1-580x326-580x326

რა გვაბამს ?

25.07.2015 | თეონა ბაღდავაძის ბლოგი, სიახლე

ჩემო მეგობრებო , ორი ამბავი მაქვს, ერთი კარგი და ერთი ცუდი

უფრო სწორედ, ერთი ამბავი მაქვს და კარგიც და ცუდიც ის არის.

საქმე ის ყოფილა, რომ ჩვენ არც ისეთი განსხვავებულები, გასულები, კრეაწიულები, პეროიანები და „ ჩემი არავის ესმის „ ტიპები ვართ, როგორც ჩვენი თავი ხშირად წარმოგვიდგენია.

აგერ ნასამ მეორე დედამიწა აღმოაჩინა, რომელზეც გადაბარგებას ჩემი საფრენდეთის ღირებული ნაწილი უკვე გეგმავს, იქ ჯაჭვლიანი გახდა ჯაჭვით დასაბმელი ( მაპატიეთ კალამბური ), თბილისური კომპოტის ყველაზე პიკანტური ნაწილი ჯაზ- ფესტივალზე ვხარჯავთ მთელი წლის დაგროვილ ამბიციას , ენერგიას და შარმს.

მოკლედ ცხოვრება მიდის, ისე რომ ჩვენ ბოლომდე ვართ დარწმუნებულები საკუთარი გადაწყვეტილების თავისუფლებაში, იმაში რომ ჩვენ ვართ ზუსტად ის ადამიანები, ვინც არც გამოტელევიზორდა, არც გამოფეისბუქდა და თქვენ წარმოიდგინეთ, არც გამოზაფხულდა.

ამასობაში ჩვენს ცხოვრებაში ისეთი რაღაცეები ხდება, რაც პინოქიოს თავგადასავლის საკვანძო ნაწილს წარმოადგენს, ჩვენ მტკიცედ დავიჯერეთ რომ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ამასობაში გავხდით ისეთი ღირებულების სისტემის ნაწილი, რომლის ყველა ჯაჭვი , პავლოვის ძაღლივით კონკრეტულ ქმედებისკენ გვიბიძგებს.

1992 წელს ამერიკაში, გამოქვეყნდა ჩარლ მარშის საინტერესო ნაშრომი სოციალურ ფსიქოლოგიაში, სათაურით „ იფრინე ახლოს მზესთან .“

სამეცნიერო ნაშრომი ამერიკის პიარ ასოციაციის წევრების სამაგიდე წიგნად იქცა, რადგან აქ ზედმიწევნით მოცემულია ის საკომუნიკაციო მესიჯები, რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ, გვიცვლის მიზნებს და საკუთარი ცხოვრების ტრაექტორიას.
მესიჯების დიდი ნაწილი შაბლონური და იმდენად ტრაფარეტულია, რომ შეიძლება მოგვეჩვენოს რომ მათი მოსმენა ჩვენთვის არაფერს ცვლის, თუმცა ეს ასე არ ყოფილა, ამ მესიჯების გავლენა თითქმის არასდროს მცირდება იმიტომ რომ ისინი ყველაზე ზუსტად ერგება ჩვენს „ იწრო ბუნებას „ .

რა თქმა უნდა, მათი გავლენის სიძლიერე ჩვენს ქმედებებზე სხვა და სხვა ფაქტორის ერთობლიობით არის განპირობებული , თუმცა ეს ერთობლიობა ქმნის იმ აბლაბუდას, რომლისგანაც თავის არიდებით, ან გაბმით ყალიბდება ჩვენი ქცევა, მსოფლმხედველობა და საბოლოოდ ცხოვრება.

მესიჯები კი ასეთი მარტივი და კონკრეტული ყოფილა

• იშოვე ფული
• დაზოგე ფული
• დაზოგე დრო
• თავი აარიდე ძალისხმევას
• მიიღე მეტი კომფორტი
• იყავი ჯანმრთელი
• იყავი უფრო სუფთა
• გაექეცი ტკივილის
• დაიმსახურე შექება
• გახდი ცნობილი
• დაიკელი წონაში
• გახდი სასურველი
• გახდი მფლობელი
• მიიღე მეტი სიამოვნება
• დაიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა
• დაიცავი ოჯახი
• იყავი მოდური
• დარჩი ახალგაზრდა
• ფლობდე ლამაზ ნივთებს
• დაიკმაყოფილე მადა
• იყავი როგორც სხვები
• იყავი ინდივიდუალური
• თავიდან აიცილე გართულებები
• იზრუნე რეპუტაციაზე
• იყავი უსაფრთხოდ
• გაიმარტივე სამუშაო
• იყავი დაცული

ეს ჩამონათვალი სრულყოფილი არ არის, მთავარი კი რაც მას აკლია, ეს თქვენი კომუნიკაციაში მომუშავე ადამიანების სტრატეგიული ხედვა და მოქნილი ქმედებაა, ასე რომ საინტერესო და მტკიცე აბლაბუდების გაბმას გისურვებთ, რომელშიც ძალიან ხშირად ჩვენც ვებმებით