8861-66692

Foodex Japan 2015

24.04.2015 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე


იაპონიაში, კერძოდ ტოკიოში გამართულ კვების პროდუქტებისა და სასმელების მე-40 საერთაშორისო გამოფენაზე FOODEX JAPAN 2015 ქართული ღვინის კომპანია „ლუკასის“ ღვინომ „ჩხავერი“ იაპონიის საერთაშორისო კოკურს „საკურას“ უმაღლესი ჯილდო „ბრილიანტი“ (DIAMOND TROPHY) დაიმსახურა. გურული ჩხავერი იაპონელი ქალბატონების რჩეული ღვინოების ნომინაციაში პირველ ადგილზე გავიდა. გამოფენა, რომელიც 3 მარტს გაიხსნა, ქართული ღვინის მწარმოებელმა 6-მა კომპანიამ „კახური, „შუმი“, „კახური ღვინის მარანი“, „ქიმერიონი“, „თელავის ღვინის მარანი“ და „მეღვინეობა ხარება“ მიიღო მონაწილეობა. „FOODEX JAPAN“ 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 80-ზე მეტი ქვეყანა და მას ათასობით ღვინის იმპორტიორი და პროფესიონალი დაესწრო.