500

Panasonic-ი ასი წლის იუბილეს Cirque du Soleil-ისთან ერთობლივი პროექტით აღნიშნავს

02.09.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Panasonic-ისა და Cirque du Soleil-ის თანამშრომლობა შემთხვევითი არაა, ელემენტების – Bring Magic Alive რეკლამირების კონცეფცია ძალიან ახლოსაა Cirque du Soleil-ის ფანტაზიებთან და ამ ჯადოსნურ სამყაროში კომპანია იწვევს თავის ყველა გულშემატკივარს  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. Panasonic-ის ელემენტები ისევე „აცოცხლებს“ საყვარელ ტექნიკას, სათამაშოებს და სხვადასხვა მოწყობილობებს, როგორც Cirque du Soleil-ის მსახიობები უსაზღვრო ნიჭითა და ოსტატობით სიცოცხლეს შთაუნერგავენ არაჩვეულებრივ დადგმებს/წარმოდგენებს, აღვიძებენ ადამიანების გრძნობებს და ამძაფრებენ ემოციებს.

გარდა პროდუქციის ხაზისა, რომელიც წარმოდგენილია Cirque du Soleil-ის მსახიობების სასცენო ფოტოების თანხლებით, თანამშრომლობის ფარგლებში დამატებით ონლაინ კონკურსიც იწყება. კონკურსი ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას მოსინჯოს საკუთარი თავი Cirque du Soleil-ის არტისტის როლში და შექმნას საკუთარი შოუ.

ვებ გვერდზე cirquedusoleil.panasonic-batteries.com რეგისტრაციის შემდეგ, „არტისტმა“ თავის ვირტუალურ დარბაზში რაც შეიძლება მეტი მეგობარი უნდა მოიწვიოს. თითოეული მაყურებლის სანაცვლოდ გროვდება ქულები და ამ ქულებით მოგვიანებით შესაძლებელია Cirque du Soleil-ის ყველაზე შთამბეჭდავი ნომრების ვიდეორგოლების ნახვა. მონაწილეები, რომლებიც თავიანთ წარმოდგენებზე ყველაზე მეტ მაყურებელს შეაგროვებენ, მიიღებენ მთავარ პრიზებს.

გამარჯვებული დეკემბრის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. ის კომპანიის ერთერთ მუდმივ შოუზე ლას ვეგასში (აშშ) გაემგზავრება. დანარჩენი მონაწილეები კი Cirque du Soleil-ის საფირმო სუვენირებსა და Panasonic-ის პროდუქციას გაინაწილებენ.