mtvare

მთვარე დედამიწას შორდება, რის გამოც დღის ხანგრძლივობა იზრდება

11.06.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

მთვარე დედამიწას წელიწადში, საშუალოდ, 3.82 სანტიმეტრით სცილდება, ეს კი დედამიწაზე დღის ხანგრძლივობის გაზრდას იწვევს. ამის შესახებ ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის გამოცემაში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში წერია. ინფორმაციას Space.com-ი ავრცელებს.

მთავარე უკვე 4.5 მილიარდი წლის არის და ის დედამიწიდან 385 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, 1.4 მილიარდი წლის წინ, დედამიწა დღევანდელზე უფრო ჩქარა ბრუნავდა, ამის გამო დღე-ღამე 18 საათს გრძელდებოდა. მაშინ მთვარე დედამიწასთან ახლოს იყო ვიდრე დღეს არის.