213123dsadwqeqw2312-500x326

შემოვლენ თუ არა ევროპული ავიაკომპანიები ქართულ ბაზარზე?

21.04.2015 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Routes Europe 2015-ზე, რომელიც წინა კვირას შოტლანდიის ქალაქ ებერდინში გაიმართა, თავისი სტენდით წარდგა. საქართველოს ავიაბაზრით ავიაკომპანიების დასაინტერესებლად ქართულმა მხარემ საერთაშორისო ფორუმზე მოლაპარაკებები გამართა.

როგორც ცნობილია, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მოლაპარაკებები გამართა ირლანდიურ “რაინეართან“, ბრიტანულ “იზიჯეტთან“, გერმანულ “ეარბერლინთან“ და სხვა ოპერატორებთან.

აღნიშნულ ფორუმში 1200-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. პირისპირ შეხვედრების გარდა გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება, რომელმაც საქართველოს საზღვარგარეთ პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ფორუმზე ტრადიციული ქართული პროდუქტებიც წარადგინა, ფორუმში მონაწილე ავიაკომპანიებისა და აეროპორტიების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ქართულმა ღვინომ დაიმსახურა.