Untitled-1

რადიო სექტორების ჭრილში 2018 წლის პირველი კვარტალი

11.06.2018 | კვლევები, სიახლე

რადიო სადგურებში რეკლამის განთავსება, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, სულ უფრო მიმზიდველი ხდება. მთავარი ფაქტორი კი პოტენციურ მომხმარებლამდე მარტივი საკომუნიკაციო საშუალებაა, რადგან რადიოს უსმენენ მანქანაში, სახლში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მობილურ ტელეფონში თუ ინტერნეტში, რადიო ყველგან არის. მას უსმენს თითქმის ყველა კატეგორიის მსმენელი, მისი სეგმენტი მრავალფეროვანია და მისი მოსმენა ყველგან და ყოველთვის არის შესაძლებელი, სამსახურში, მგზავრობისას, გართობის თუ ვარჯიშის დროს. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეკლამის ღირებულებაც, რაც რადიოში ბევრად დაბალია ვიდრე ტელევიზიაში.

2018 წლის პირველ კვარტალში რადიოში სულ გავიდა 274 068 სარეკლამო რგოლი, აქედან კომერციული რგოლების რაოდენობაა – 200 451, დანარჩენი 73 617 სასპონსორო რგოლია. პირველი კვარტლის მონაცემებით ყველაზე მეტი 32 475 სარეკლამო რგოლი განათავსა ფინანსურმა სექტორმა, მას მოყვება ვაჭრობის სექტორი და მედიკამენტები.

ვნახოთ როგორ გადანაწილდა 2018 წლის პირველ კვარტალში სარეკლამო რგოლების რაოდენობის წილები რეკლამის ტოპ 10 სექტორების ჭრილში.

inge1

ინვესტიციის პარამეტრში ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით რადიოში 2018 წლის პირველ კვარტალში დაიხარჯა 6 747 010 აშშ დოლარი, ყველაზე მეტი თანხა აქაც საფინანსო სექტორმა გაიღო 985 408 აშშ დოლარი, მეორე ადგილზეა ტრანსპორტის სექტორი 968 035 აშშ დოლარით.

ასევე საინტერესოა ტოპ 10 სექტორის გამოვლენა ინვესტიციის ჭრილში, ათეულში შემოდის ახალი სექტორი საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

inge2


მომზადებულია აიფიემ კვლევების მედია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.