Untitled-1

ფინანსური სექტორი 2018 წლის პირველი კვარტალი

11.06.2018 | კვლევები, სიახლე

„აიფიემ კვლევები“ აგრძელებს რადიოში სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას, ამჯერად გთავაზობთ საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს.

ბოლო წლებში ფინანსურ სექტორში განხორციელებული მსხვილი ბიზნეს გარიგებების თუ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მოხდა ზოგიერთი კომპანიის ბაზრიდან გასვლა თუმცა მათი ადგილი მალე შეავსო სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რომლებიც რეფორმირდნენ ახალი რეალობის გათვალისწინებით და წარმატებით ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას.

2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით რადიოში ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლები სწორედ ფინანსურ სექტორზე მოდის, სულ გასული რეკლამების რაოდენობიდან ფინანსური სექტორის წილია 12 %, რაც ციფრებში 32 475 ერთეული სარეკლამო რგოლია. ამ პერიოდში სულ ფიქსირდება 26 კომპანიის აქტივობა, ვნახოთ როგორ გადანაწილდა კომპანიის წილები სექტორში და ვის ერგო პირველობა.

2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი განათავსა კომპანია სვის კაპიტალმა – 4 734 სარეკლამო რგოლი, რაც ფინანსურ სექტორში გასული რეკლამების 15,18 % ს შეადგენს. გაშვებული რგოლებით მეორე ადგილზეა ბანი კრედიტი მისი წილი სექტორში 13,71 % ია.

გრაფიკზე გამოსახულია ფინანსურ სექტორში შემავალი კომპანიების წილები გასული რეკლამების რაოდენობიდან.

monge1


მომზადებულია აიფიემ კვლევების მედია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.