Untitled-3

ლუდის რეკლამა ტელევიზიით 2018 წლის აპრილი/მაისი

11.06.2018 | კვლევები, სიახლე

ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე, ლუდის მწარმოებელი კომპანიები, საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ ლუდის მოყვარულებს. კომპანიების სარეკლამო აქტიურობა განსაკუთრებით მატულობს ზაფხულის დადგომასთან ერთად.

2018 წლის 1 აპრილიდან 31 მაისამდე სულ ტელევიზიით გავიდა 26 069 სარეკლამო რგოლი, აქედან ლუდის კატეგორიაზე მოდის 27,11 %.

აღნიშნულ პერიოდში ტელევიზიით სულ გავიდა ლუდის 11 სახეობის რეკლამა, ლუდის კატეგორიაში გასული 7 068 რგოლიდან ლუდი არგოს წილია 22,21 %, შემდეგ მოდის ლუდი ბავარია 20,78 % ით.

გრაფიკზე მოცემულია ლუდის კატეგორიაში ლუდის ბრენდების წილები გასული რეკლამების რაოდენობის ჭრილში.

1

ქრონომეტრაჟის ჭრილში კი ყველაზე მეტი საეთერო დრო დაიკავა ლუდმა რაგნარი, მისი წილი ლუდის კატეგორიის საერთო ქრონომეტრაჟიდან შეადგენს – 24,02 % ს.

გრაფიკზე მოცემულია ლუდის კატეგორიაში ლუდის ბრენდების წილები გასული რეკლამების ქრონომეტრაჟის ჭრილში.

2


მომზადებულია აიფიემ კვლევების მედია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.