pjimage-5

Apple-ი გეიმერებს სიახლეს უმზადებს

08.06.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Apple-ი iPhone-ების და iPad-ების მომხმარებლებისთვის განვითარებას განაგრძობს. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ.

ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომდევნო ოპერაციული სისტემაა. iOS 12 მომხმარებლებს მიმდინარე წლის შემოდგომიდან საშუალებას მისცემს, ერთი თამაში რამდენიმე მომხმარებელმა სხვადასხვა მოწყობილობიდან ითამაშოს. საუბარია Multi-User რეჟიმზე.

ამის მაგალითად Apple-მა SwiftShot-ი დაასახელა და ამის მაგალითზე აჩვენა, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა თქვა მისი უნიკალურობა. საუბარია თამაშის AR ტექნოლოგიაზე.

შეგახსენებთ, რომ Apple-მა მომხმარებლებისთვის 4 ივნისის დეველოპერების კონფერენციაზე სხვა სიახლეებიც წარადგინა. ცნობილი გახდა ახალი WatchOS 5-ის შესახებაც, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების სისტემა და მასთან დაკავშირებული სიახლეები, რომლის შესახებაც Apple-ს WWDC 2018-ზე არ უსაუბრია.