shutterstock_7500415

როგორ ვებრძოლოთ გულისრევას თვითმფრინავში

08.06.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

დასახელდა მეთოდები, რომლებიც მგზავრებს თვითმფრინავში გულისრევის დროს დაეხმარება. ამის შესახებ Sun-ი წერს.

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროდუქტი მწვანე ვაშლი აღმოჩნდა: მასში ბევრი სასარგებლო ბოჭკოა, რომელიც ხელს უწყობს იმ მიკროორგანიზმების განეიტრალებას, რაც გულის რევას იწვევს.

ასევე, აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავის ფრთის გასწვრივ ჯდომისას გულის რევის ნაკლები შანსია, ამიტომაც იმ ადამიანებმა, რომლებზეც მგზავრობა ცუდად მოქმედებს, ასეთი ადგილები უნდა აარჩიონ.

სპეციალისტების თქმით, ფრენისას ცუდია წითელი ღვინოს დალევა, მის ნაცვლად კი რეკომენდაციას იმბირის სასმელს უწევენ.