pjimage

Lenovo-მ ახალი სმარტფონი Z5 წარადგინა

06.06.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

კომპანია Lenovo-მ პეკინში პრეზეტანციაზე ახალი სმარტფონი Z5 წარადგინა. ჯერ კიდევ მაისში, კომპანიის ვიცეპრეზიდენტი ჩანგ ჩენგი ამბობდა, რომ Z5-ის დისპლეი სმარტფონის ზედაპირის 95%-ს დაიკავებდა.

თუმცა, რეალურად, ეკრანს ტელეფონის 90% უკავია, ზედა ნაწილში დინამიკია განთავსებული, ქვემოთ კი დიდი ნაწილი მიაქვს ჩარჩოს. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი მოდელის ჩარჩო გაცილებით ვიწროა, ვიდრე Xiaomi Mi 8-სა და iPhone X-ის, თუმცა მედიამ მაინც ჩათვალა, რომ ახალი მოდელი სრულად ეწინააღმდეგება კომპანიის მიერ დაანონსებულ მოდელს.

Z5 6.2-დიუმიანია, 2240×1080 პიქსელის გარჩევადობით. 8-core Qualcomm პროცესორი და 16 -მეგაპიქსელიანი კამერა აქვს.

სმარტფონი თავდაპირველად ჩინეთში 12 ივნისიდან გაიყიდება და მისი ფასი 200-280 დოლარი იქნება.