pjimage

მეათეკლასელმა გოგონებმა „უნივერსალური შუქნიშანი” შექმნეს

29.05.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

მეათეკლასელმა გოგონებმა – ჯული მუხაძემ, მარიამ ბარიაშვილმა და ნინო ბულბულაშვილმა ქალაქში საცობებთან დაკავშირებული მდგომარეობის გამოსასწორებლად პროექტი „უნივერსალური შუქნიშანი” შექმნეს.

შუქნიშანს ნებისმიერ დროს შეუძლია გზებზე არსებული ახალი რეჟიმის შესახებ ინფორმაციის ათვისება და დამუშავება. მოწყობილობას აქვს ხელის მართვის რეჟიმი, რომლითაც პატრულს შესაძლებლობას აძლევს, საჭიროების მიხედვით, შეცვალოს შუქნიშნის ფერი.

ამასთან, „უნივერსალური შუქნიშანი“ კითხვა-პასუხისთვისაც მზად არის. მას შეუძლია, უპასუხოს მძღოლის შეტყობინებას და მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ამა თუ იმ გზაზე მოძრაობის მხრივ: საცობია, გზა თავისუფალია თუ ავარიული სიტუაციაა.

გოგონები აგვისტოში, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, გოგონათა საერთაშორისო ბანაკში (WiSci) მიიღებენ მონაწილეობას