shutterstock_788216590

Facebook Live-ის დასახვეწად, მარკ ცუკერბერგს ხელოვნური ინტელექტის განვითარება სურს

28.05.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Facebook Live-ის არასათანადო გამოყენება მომხმარებლებისთვის შეიძლება ტრავმული აღმოჩნდეს. TechTimes-ის პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ დღევანდელი მდგომარეობა თავად Facebook-ის უუნარობაზეც მიუთითებს.

დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, Facebook Live-ის საშუალებით ხშირად არასათანადო მასალის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება საათობით გრძელდება. მათზე რეაგირება კი ხშირ შემთხვევაში რამდენიმე დღის შემდეგ ხდება.

თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირის ახალ რეგლამენტს (General Data Protection Regulation, GDPR), რომელმაც მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვა უნდა უზრუნველყოს მეტად სავარაუდოა, რომ მარკ ცუკერბერგს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობა დაჩქარებული ტემპებით მოუწევს.

ცნობილია, რომ ევროკავშირის ახალი ერთიანი რეგლამენტი, პირადი მონაცემების დაცვის შესახებ 2018 წლის 25 მაისიდან შევიდა ძალაში. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ Facebook-ი და Google-ი ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ახალი რეგლამენტის დარღევავაში პერსონალური ინფორმაციის ჯგუფმა noyb.eu დაადანაშაულა და ტექნოლოგიურ გიგანტებს, მათ შვილობილ კომპანიებთან ერთად მომხმარებლებისთვის მიზნობრივი სარეკლამო სერვისების იძულებით გამოყენებაში დასდო ბრალი. მაქს შერმანის თქმით, ამ კომპანიებმა ხალხს „თავისუფალი არჩევანი“ არ მისცეს.