pjimage-7

BlackBerry-მ KEY2-ის თიზერი გაავრცელა [ვიდეო]

25.05.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

BlackBerry-მ ბიზნესზე ორიენტირებული Android სმარტფონის KEY2-ის თიზერი გაავრცელა. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

როგორც ვიდეორგოლში ჩანს გაჯეტს ორმაგი LED განათებით აღჭურვილი კამერა აქვს. როგორც ერთი შეხედვით ჩანს, KEY2 KeyOne-ზე ბევრად გაუმჯობესებულ და დახვეწილ ვერსიას წარმოადგენს.

გასულ წელს BlackBerry-მ 850,000 KeyOne-ი გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე BlackBerry-მ 2018 წელს ორი ახალი სმარტფონის გამოშვება დაანონსა.