pjimage-15

იაპონიაში 10 კგ-იანი ჰანტელის ფორმის iPhone X-ის ჩასადები გამოუშვეს

22.05.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

იაპონურმა მედიაკორპორაცია SoftBank-მა iPhone X-ის ჩასადები გამოუშვა, რომელსაც ჰანტელის ფორმა აქვს და 10 კილოგრამს იწონის.

Mirror-ის ცნობით, ამ გზით კომპანია სმარტფონებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლას იწყებს.

ტელეფონის უჩვეულო ჩასადები მეტალისგანაა დამზადებული და მას მსოფლიოში ყველაზე „მძიმე აქსესუარი“ უწოდეს. მისი ყიდვა მსურველებს ინტერნეტით უკვე შეუძლიათ. მისი ფასი 100 დოლარია.

Apple-მა iPhone X-ი 2017 წელს 12 სექტემბერს წარადგინა.