wererw3243-580x326

ხიზილალის მწარმოებლები გარემოს დაცვის სამინისტროში დარეგისტრირდებიან

21.04.2015 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მისნიტრის 197-ე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ხიზილალის მწარმოებლები რეგისტრაციას რეესტრში გაივლიან.

მთავრობამ ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა წარმოების წესი დაამტკიცა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 197-ე ბრძანებაში ნათქვამია, რომ ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრი არის საქართველოში ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შესახებ მონაცემების სისტემური ერთობლიობა, რომლის მიზანია ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შესახებ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნა.

საწარმოს, რომელიც რეესტრში დარეგისტრირდება, ენიჭება ინდივიდუალური კოდი და ვალდებული ხდება, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებებისთანავე აცნობოს სამინისტროს განხორციელებული ცვლილებების შსახებ.

რაც შეეხება რეესტრს, ის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურმა უნდა აწარმოოს.