pjimage-11

ბანკი, სადაც კლიენტებს რობოტები ემსახურებიან

18.05.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

შანხაიში ერთ-ერთმა ჩინურმა ბანკმა ფილიალი გახსნა, სადაც კლიენტებს რობოტები ემსახურებიან. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

სერვისი მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. რობოტებს ისეთი ოპერაციების შესრულება შეუძლიათ, როგორებიც თანხის გადარიცხვა, ვალუტის გაცვლა და ანგარიშის გახსნაა.

ბანკის ფილიალში რობოტები ადამიანის სახესაც ასკანირებენ, რათა კლიენტის ბანკში განმეორებით შესვლისას რობოტებმა მომხმარებლებზე ინფორმაცია ავტომატურად მიიღონ.

სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის ჩინეთში რობოტები საბანკო სფეროში ადამიანებს მთლიანად ჩაანაცვლებენ.