36

დიდ ბრიტანეთში „პორნო პაროლებს“ ჯიხურებში გაყიდიან

16.05.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

მოზარდებს, რომლებსაც პორნორაფიული შინაარსის ვიდეოების ყურება სურთ მალე სპეციალური კოდის გარეშე მათზე წვდომა აღარ ექნებათ. სიახლის ამოქმედება დიდ ბრიტანეტში იგეგმება. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.

მალე სწორედ 16-ნიშნა „პორნო პაროლის“ მეშვეობით შეეძლებათ ბრიტანელებს პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე შესვლა და სასურველი მასალის ნახვა. ცნობილია, რომ ამ სერვისით რეგულარულად 25 მილიონი ბრიტანელი სარგებლობს.

სპეციალური კოდის შეძენას ადგილობრივები ჯიხურებში შეძლებენ, რა თქმა უნდა, პირადობის მოწმობით, რომლითაც დაადასრურებენ, რომ 18 წელს არიან გადაცილებულები.

საკითხზე მსჯელობა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ იმიტომ დაიწყო, რათა ბავშვები მსგავსი მასალის ზემოქმედებისგან დაეცვა.

ამ სერვისის ამოქმედების შემთხვევაში 16-ნიშნა „პორნო პაროლის“ ღირებულება დაახლოებით 10 ფუნტი სტერლინგი იქნება, რაც მიახლოებით 33 ლარია.