ac7fb0dd21649f7897f92f2c2e4f6fb4

თბილისში McDonald’s-ის ფუნთუშების ქარხანა 2019 წლის იანვარში გაიხსნება

14.05.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

თბილისში McDonald’s-ის მენიუსთვის განკუთვნილი ფუნთუშების ქარხანა აშენდება, რომელიც 2019 წლის იანვარში გაიხსნება.

ქარხნის პროექტი საქართველოში McDonald’s-ის წარმომადგენლობასა და პურ-პუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია Bake House-ს ეკუთვნის.

როგორც Bake House-ის მმართველი პარტნიორი ალექსანდრე რატიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ქარხანა, რომლის მშენებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება, ფუნთუშებით მთლიანად მოამარაგებს საქართველოში McDonald’s-ის ყველა რესტორანს და ასევე, ექსპორტზე სომხეთსა და აზერბაიჯანში გავა.

ამ დროისთვის ქარხნის პროექტირების სამუშაობი მიმდინარეობს.

„პროექტის განხორციელება დაწყებულია. სტანდარტი, რაოდენობები, ხარისხის შეთანხმება, მიწოდების სქემები – ყველა ეს დეტალი მუშავდება. ჯერ პროექტირების პროცესი მიმდინარეობს. შემდეგ უკვე სამშენებლო  ნებართვის მიღება დაგვჭირდება და მშენებლობას დავიწყებთ. ჩვენი ვარაუდით, თუ ხელი არაფერმა შეგვიშალა, 2019 წლს იანვრიდან ფუნთუშების ახალი ქარხანა ამუშავდება,“ – აცხადებს Bake House-ის მმართველი პარტნიორი.

მისივე ინფორმაციით, ქარხანა, რომელიც ლილოში აშენდება, წლიურად 30 მილიონ ფუნთუშას გამოუშვებს. ამასთან, ალექსანდრე რატიშვილის თქმით, წარმოებული ფუნთუშების ნახევარი ქვეყანაში დარჩება, ნახევარი კი – ექსპორტზე გავა.