10

2018 წლის 1 კვარტლის ყველაზე ყურებადი გადაცემები

10.05.2018 | მედია რეიტინგი, სიახლე

საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ 2018 წლის 1 კვარტლის ყველაზე ყურებადი გადაცემების ტოპ ათეულს.

ყველაზე რეიტინგული აღმოჩნდა რუსთავი2-ის სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, რეიტინგით 19,77%. მეორე ადგილზე გავიდა იმედის თოქ-შოუ „სხვა რაკურსი“-18,35%, ხოლო მესამე ადგილზე რუსთავი2-ის გადაცემა „The ვანოს შოუ“- 17,96%. ათეულში მხოლოდ ორი არხის, იმედის და რუსთავი2-ის გადაცემები მოხვდა თანაბარი რაოდენობით. თუმცა ათეულის გადაცემები სხვადასხვა ტიპოლოგიისაა, მათ შორისაა ერთი ქართული და ორი თურქული სრიალი, ერთი თოქ-შოუ, სოციალურ-პოლიტიკური გადაცემა, ახალი ამბების გამოშვება და კონცერტები.  დეტალები იხილეთ გრაფიკზე #1:

1

ტოპ ათეულში მოხვედრილი გადაცემები მოცვის მიხედვით რომ შევაფასეთ განსხვავებული სურათი მივიღეთ. კერძოდ, ყველაზე მაღალი მოცვა ჰქონდა რუსთავი2-ის გადაცემა „P.S.”-ს 30,79%, მეორე ადგილზეა იმედზე გასული „იუმორინა კონცერტი“-29,95%, ხოლო მესამე ადგილზე გადაინაცვლა იმედის თოქ-შოუ „სხვა რაკურსმა“-29,24%. აღნიშნული პარამეტრი გვიჩვენებს, თუ რა რაოდენობის ტელემაყურებლებმა გადართეს ამ გადაცემებზე თუნდაც 1 წუთით უწყვეტად, რაც ადასტურებს ამ გადაცემების მიმართ ინტერესს. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #2:

2