DcnKmKtVMAEtWOr

Instagram-ს მალე შესაძლოა, კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატოს

08.05.2018 | სიახლე

შესაძლოა Instagram-მა მალე ახალი ფუნქცია დაამატოს. თუ ეს ასე მოხდა, მომხმარებლები „სთორიზე“ მუსიკის დამატებასაც შეძლებენ.  ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ სიახლე „სთორის“ მეტად ინტერაქტიულს გახდის და ის სხვა მომხმარებლებისთვისაც საინტერესო საყურებელი იქნება.

instagram-music-search(1)

კოდი აჩვენებს, რომ Instagram-ს ჯერ მუსიკის საძიებო ველი არ გამოუქვეყნებია, თუმცა ის რამდენიმე კატეგორიად ჟანრების მიხედვით იქნება დაყოფილი.

არ არის გამორიცხული, Instagram-მა ამ მიმართულებით GIF სტიკერებთან ერთადაც იმუშაოს.

მანამდე Instagram-მა გადახდის სერვისი დაამატა.