shutterstock_1060867550

YouTube-მა ვიდეოები წაშალა, რომელიც „შპარგალკების“ ტექნიკას ასწავლიდა

07.05.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

YouTube-მა ვებგვერდიდან ასეულობით ვიდეო ამოშალა, რომელიც გადაწერის ტექნიკის, იგივე „შპარგალკების“ ოსტატურად გამოყენების ხერხს ასწავლიდა მომხმარებელს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

კომპანიაში განმარტეს, რომ აღნიშნული მასალები YouTube-ის შინაგანაწესს უხეშად არღვევდა. მათი თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი დაახლოებით 250 000 არხიდან ასეულობით ვიდეოს წაშლისა.

გასულ კვირას, BBC-მ ჩაატარა გამოძიება, რომელმაც დაადასტურა, რომ არსებობს უკრაინული კომპანია EduBirdie, რომელიც სასოწარკვეთილ სტუდენტებზე ესეებსა და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო მზა მასალას ყიდდა. სწორედ EduBirdie უწეოდა ამ YouTube არხების რეკლამირებას.