pjimage-15

1000-ზე მეტმა მანათობელმა დრონმა ჩინეთში გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა [ვიდეო]

03.05.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

1,374 მანათობელი დრონი და ულამაზესი სანახაობა – ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში საფრენმა აპარატებმა სინქრონული ფრენის გამო გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ამის შესახებ BBC წერს.

თვალისმომჭრელი სინათლის შოუ მოცეკვავე დრონების თანხლებით 13 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში საფრენმა აპარატებმა რამდენიმე კილომეტრი მანძილი დაფარეს.

ჩინეთი ტექნოლოგიების სექტორში წინ მიიწევს. ამ მხრივ უცხოურ პროდუქტზე დამოკიდებულების შესამცირებლად ჩინეთის მთავრობა ადგილობრივ კომპანიებს განვითარების თვალსაზრისით ხელს უწყობს.