shutterstock_708465187

რუსეთში YouTube ნაწილობრივ დაბლოკეს

23.04.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

YouTube-ის მომხმარებლები ვიდეოჰოსტინგის მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით ჩივიან. ვებგვერდის ვიზიტორების თქმით, პრობლემები 23 აპრილის დილის საათებიდან დაიწყო. კომპიუტერული რუკის მიხედვით, YouTube -ს პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ რუსეთში გაუჩნდა. სოცქსელებში ვარაუდეობენ, რომ ნაწილობრივ ბლოკირებას “როსკომნადზორი”ახორციელებს, რომელმაც გუშინ Google-ის IP-მისამართები დაბლოკა.

18 აპრილს ცნობილი გახდა, რომ Google-მა და Amazon-მა შესაძლოა რუსეთში საქმიანობა შეწყვიტონ. ამის მიზეზი კი რუსეთში მესინჯერ Telegram-ის დაბლოკვა გახდა, რომელიც Google-სა და Amazon-ის რესურსებს იყენებდა. 13 აპრილს რუსეთში Telegram-ი დაბლოკეს. ამ ქსელის აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა.

Telegram-ი ეგრეთ წოდებული კროსპლატფორმული მესენჯერია, რომლითაც მომხმარებლები შეტყობინებებს და სხვადასხვა ფორმატის მედიაფაილებს ცვლიან. მისი მთავარი დამფინანსებელი პაველ დუროვია.