Untitled

სამაჯური, რომელიც ადამიანს მოძალადისგან დაიცავს [ვიდეო]

17.04.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, ვიდეო, სიახლე

ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ქალებს გაქურდვის ან გაუპატიურების საშიშროების დროს დაიცავს.

“911-ის გამოძახების დროს, თქვენ იყენებს აპლიკაციას ან ტელეფონზე რეკავთ, რათა გამოიძახოთ დახმარება, თუმცა ამ ყველაფერს დრო მიაქვს,” – განმარტავს ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარი.

პრობლემის მოსაგვარებლად, მეცნიერებმა შექმნეს სამაჯური, რომელიც თავდასხმის დროს უერთდება სმარტფონს Bluetooth-ის საშუალებით და სამაშველო სამსახურს უკავშირდება. მოწყობილობა აფიქსირებს ადგილმდებარეობას და ასევე აანალიზებს სხეულის მდგომარეობას. გარდა ამისა, სამაჯური მაღალ სიგნალსაც გამოსცემს, რათა ირგვლივმყოფების ყურადღება მიიქციოს.