pjimage-7

YouTube-ი პორნოგრაფიული შინაარსის რეკლამებს ავრცელებს

12.04.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

YouTube-ი პორნოგრაფიული ხასიათის რეკლამის გავრცელებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Motherboard-ი წერს.

ბლოგერების განმარტებით, მსგავსი შინაარსის მინიშნებები ცნობილი კომპანიების რეკლამის დროს, ვიდეოს დაწყებამდე გამოჩნდა.

ბლოგერები ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის რეკლამებმა თავი ჯერ კიდე 2017 წლის აპრილში იჩინა, თუმა მათი რიცხვი ამჯერად საგრძნობლად არის გაზრდილი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Google-ის შვილობილ კომპანიას მშობლების ნებართვის გარეშე, ბავშვების პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ედავებიან.

 

Untitled