Untitled-1

საშუალოდ, 18 დღით უფრო მეტს ვბანაობთ ვიდრე 2006 წელს

05.04.2018 | კვლევები, სიახლე

შხაპს ყველაზე ხშირად 35-44 წლის ასაკის ადამიანები იღებენ,
ყველაზე იშვიათად კი – 65 წლის და უფრო ასაკოვანი რესპონდენტები.

შხაპის მიღება პირადი ჰიგიენის დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა. ჩვენ 500 რესპონდენტი გამოვკითხეთ და გავარკვიეთ რა დროს ხარჯავენ ადამიანები ამ აქტივობაში.
აღმოჩნდა, რომ რესპონდენტების უმეტესობა (41%) შხაპს კვირაში 2-3- ჯერ იღებს. გამოკითხულთა 27,6% ყოველდღე იღებს შხაპს, ხოლო 6,6% კვირის განმავლობაში – ერთხელ.

shwr1

ჯანდაცვის და დერმატოლოგთა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არაერთი რჩევა არსებობს ბანაობის სიხშირესთან დაკავშირებით, მაგრამ ეს რეკომენდაციები ეხება დაახლოებით, 11 წლამდე ასაკის ბავშებს. ამ ასაკის შემდეგ კი ოფიციალური რჩევები ბანაობის სიხშირესთან დაკავშირებით წყდება. თუმცა, არაერთი კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ ყოველდღიური შხაპის მიღება არც ისე სასარგებლოა კანისთვის და ზოგადად, თქვენი ჯანმრთელობისთვის. მისი ინტენსივობა ადამიანებმა საკუთარი კანის მახასიათებლიდან და ჰიგიენური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა განსაზღვრონ. ზოგადად, ბავშებისთვის და ხანშიშესული ადამიანებისთვის ხშირი ბანაობა რეკომენდებული არ არის (წყარო: http://www.businessinsider.com/showering-how- often-2017- 11).

ჩვენი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ შხაპის მიღების სიხშირე განსხვავებულია სხვადასხვა ასაკის ადამიანებში. როგორც ჩანს, ყველაზე ინტენსიურად ამ პროცედურას 35-44 ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტები მიმართავენ, ხოლო ყველაზე იშვიათად – 65 და უფროსი ასაკის ადამიანები.

shwr21

სქესის მიხედვით ანალიზმა აჩვენა, რომ ქალები, დაახლოებით, 3 წუთით მეტ დროს უთმობენ შხაპის მიღებას, ვიდრე კაცები. ერთ ჯერზე ადამიანი, საშუალოდ, 22 წუთამდე დროს ატარებს შხაპის ქვეშ. შესაბამისად, წლის განმავლობაში ამ აქტივობაზე დახარჯული დრო 3 დღეს აღწევს.
საბოლოო ანგარიშით, ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 64 წლის ადამიანს, საშუალოდ, 112 დღე შხაპის ქვეშ აქვს გატარებული. 2006 წელს განხორციელებული მსგავსი გამოკითხვის შედეგებთან ამ მონაცემის შედარებამ გვიჩვენა, რომ ეს დრო 18 დღით გაზრდილია 2006 წლის მონაცემებთან შედარებით.

shwr2


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.