Untitled-1

წლის ყველაზე რეიტინგულები (ნაწილი 6)

02.04.2018 | მედია რეიტინგი, სიახლე

საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვაგრძელებთ 2017 წლის სხვადასხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულების წარმოდგენას.

გადაცემათა ტიპოლოგია- ,,ბიზნესი და ეკონომიკა’’ -ს ყველაზე რეიტინგული ათეული შედგენილია ხუთი არხის გადაცემებით. პირეველ ადგილზე გასულმა გადაცემამ ,,ბიზნესკურიერი’’- დააგროვა 7.58%, რაც ბევრად აჭარბებს მომდევნო პოზიციებზე მყოფი გადაცემების რეიტინგებს. მომდევნო, მეორე ადგილზე მყოფი გადაცემა არის  მაესტროზე გასული ,,დამზადებულია საქართველოში’’, რეიტინგით-2.37%. მესამე ადგილს იკავებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ,,ეკონომეტრი’’, რეიტინგით-1.96%. ტოპ ათეულში მოხვდა აგრეთვე მაესტროზე გასული კიდევ ორი გადაცემა, ტვ პირველზე გასული 3 სხვადასხვა გადაცემა და იბერიაზე გასული ერთი გადაცემა. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #1:

1

დილის გადაცემების ათეული ვერ შედგა რადგან ქართულ ტელესივრცეში არ აღმოჩნდა საკმარისი რაოდენობის დილის გადაცემები. ამიტომ წარმოგიდგენთ დილის გადაცემების ხუთეულს. ტრადიციულად, წლებია ლიდერობს რუსთავი2-ის დილის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“, რეიტინგით-4.95%. მეორე ადგილზე გავიდა იმედის დილის გადაცემა „იმედის დილა“ რეიტინგით 3,93%. მესამე ადგილზე გავიდა მაესტროს დილის გადაცემა „დილა მაესტროზე“ რეიტინგით 1,37%. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #2:

2

წარმოგიდგენთ სხვა საინფორმაციო გადაცემების ტიპოლოგიის ყველაზე რეიტინგულ ათეულს. ეს გადაცემები ძირითადად საინფორმაციო ხასიათს ატარებს, თუმცა არ წარმოადგენს არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს. ათეულის პირველ პოზიციას იკავებს, ტვ პირველზე გასული გადაცემის ეპიზოდი- ,,უცხოეთის ამბები’’- მაჩვენებლით-2.32% მეორე და მეოთხე პოზიციას იკავებს მაესტროზე გასული გადაცემის ეპიზოდები. მეორე ადგილზე- ,,უკომენტაროდ’’-2.06%. მეოთხე ადგილზე -,,უცოეთის ამბები’’-1.26. ათეულში ასევე მოხვდა მუზიქ ბოქსზე და აჭარია ტვ-ზე გასული გადაცემები. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #3

3

2018 წლის სატელევიზიო სეზონი უკვე დაიწყო, განახლდა როგორც უკვე არსებული გადაცემების ფორმატები, ასევე გამოჩნდა ახალი გადაცემებიც და მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ პირველი კვარტლის შედეგებს.