BeFunky Collage

Galaxy Note 9-ი გაყიდვაში სექტემბერში გამოვა

28.03.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, ვიდეო, სიახლე

Samsung-ის ახალი სმარტფონის, Galaxy Note 9-ის პრეზენტრაცია მოსალოდნელზე უფრო ადრე 23 აგვისტოს გაიმართება, გაყიდვაში კი სექტემბერში გამოვა. ამის შესახებ techradar-ი წერს.

რაც შეეხება სმარტფონის ფასს, ჯერჯერობით მისი ოფიციალური ღირებულება უცნობია. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის საკმაოდ ძვირი იქნება, კერძოდ, არანაკლებ $929-ისა.

ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ სმარტფონს 6,3 დიუიმიანი S-AMOLED ეკრანი, მასზევე დამონტაჟებული თითის ანაბეჭდის სკანერი, 6-გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64-გიგაბაიტიანი მუდმივი მეხსიერება და ორმაგი კამერა ექნება.