ფოტო

წლის ყველაზე რეიტინგულები (ნაწილი 5)

21.03.2018 | მედია რეიტინგი, სიახლე

საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვაგრძელებთ 2017 წლის სხვადასხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულების წარმოდგენას.

2017 წელს, კულინარიული გადაცემები გადიოდა 5 ქართულ არხზე. გადაცემებს შორის ლიდერობს, რუსთავი 2-ზე გასული გადაცემა ,,ჩემი სამზარეულოს წესები’’, რეიტინგით- 13.20%. მეორე ადგილზეა იმედზე გასული გადაცემა ,,კულინარიული დუელი’’-8,71%. მესამე ადგილს იკავებს ,,ქეთის სამზარეულო თავგადასავალი’’ – 4.84%. მომდევნო სამი ადგილი, საზოგადოებრვ მაუწყებელზე გასულ კულინარიულ გადაცემებს შორის გადანაწილდა. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #1

1

ვინაიდან ქართულ სატელევიზიო სივრცეში 2017 წელს არ გადიოდა 10 სხვადასხვა საბავშვო გადაცემა, წარმოგიდგენთ საბავშვო გადაცემების ექვსეულს.  წლიდან წლამდე პირველ ადგილს არ სთმობს გადაცემა „ეკივოკი“. 2017 წლის 5 მარტს გასული, „ეკივოკის“ ტოპ რეიტინგულმა ეპიზოდმა დააგროვა – 5.80%.  მეორე ადგილზე გავიდა გადაცემა „კომედი ქიდსი“, რეიტინგით 4,02%, ხოლო მესამე ადგილზეა გადაცემა ,,ბასტი ბუბუ და ვარსკვლავები’’, რეიტინგით 0.93%. შედეგები მოცემულია სამიზნე აუდიტორიისათვის „გენერალური ერთობლიობა“. დეტალურად შედეგები იხილეთ გრაფიკზე #2

2

წელს ცალ-ცალკე წარმოგიდგენთ სპორტული თამაშების და სპორტული გადაცემების ათეულებს. 2017 წლის სპორტული თამაშების ათეულში მოხვდა იმედზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასული საფეხბურთო მატჩების და რაგბის თამაშების ტრანსლაციები. კერძოდ, ათეულში მოხვდა 5 საფეხბურთო მატჩის ტრანსალაცია, 4 რაგბის მატჩის ტრანსლაცია და 1 ჩემპიონატი ავტორბოლაში. პირველ ადგილზეა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობის-რაგბის თამაშის ტრანსლაცია ,,საქართველო-აშშ რაგბი’’-15.12%. მერე ადგილს იკავებს ,,მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის ფეხბურთი’’-15.03%. დეტალურად ტოპ ათეული იხილეთ გრაფიკზე #3

3

სპორტული გადაცემების ტოპ ათეული შედგენილია სამ ტელეარხზე გასული გადაცემებისაგან. პირველ ორ პოზიციას იკავებს ტელეარხ იმედზე გასული გადაცმები. მეოთხე ადგილზე არის რუსთავი2-ზე გასული გადაცემა, ხოლო დანარჩენი პოზიციები სრულად არის გადანაწილებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ გადაცემებს შორის. ათეულში მოხვედრილი ყველა გადაცემა პრაიმ-ტაიმშია გასული, გარდა რუსთავი2-ზე გასული „სპორტის საათისა“, რომელიც დილის ეთერში გადის. ათეულის პირველ ადგილზე გავიდა გადაცმა ,,სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად’’-15.63%. მეორე ადგილს იკავებს გადაცემა ,,სპორტი იმედზე’’-9.40%. დეტალურად ტოპ ათეული იხილეთ გრაფიკზე #4

4

მომდევნო სტატიებში შემოგთავაზებთ სხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულებს.