_98355046_023247472-1

კოკა-კოლა არსებობის ისტორიაში პირველად ალკოჰოლურ სასმელს გამოუშვებს

09.03.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

კოკა-კოლა, კომპანიის 125-წლიანი არსებობის ისტორიაში პირველად, ალკოჰოლურ სასმელს გამოუშვებს.

ახალ სასმელში ალკოჰოლის შემცველობა 3%-იდან 8%-მდე იქნება.

იაპონიაში, კოკა-კოლას მფლობელის თქმით, ეს ექსპერიმენტი იქნება და, სავარაუდოდ, სასმელი იაპონიის საზღვრებს გარეთ არ გაიყიდება.

ჩვენ აქამდე მსგავსი ექსპერიმენტი არ გვქონია, მაგრამ ეს იქნება მაგალითი, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა შანსები და გავცდეთ საზღვრებს,“ – თქვა იაპონიაში კოკა-კოლის მფლობელმა.