45654

McDonald’s-მა ქალთა დღის პატივსაცემად ლოგო შეცვალა

08.03.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა  McDonald’s-მა თავის ისტორიაში პირველად ლოგოტიპი საერთაშორისო ქალთა დღის პატივსაცემად შეცვალა.

კომპანიამ ასო “M” ამოაბრუნა, რათა “W” (women, ქალები) გამოსულიყო.

McDonald’s-ის ხელმძღვანელის, უენდი ლიუსის, თქმით, ეს გადაწყვეტილება “მსოფლიოში ქალების მიღწევების აღსანიშნავად” გააკეთეს.

დღეს მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. წლევანდელი 8 მარტის თემაა “დრო მოვიდა: აქტივისტები ქალთა ცხოვრების შესაცვლელად.“ .