Untitled-1

წლის ყველაზე რეიტინგულები (ნაწილი 4)

05.03.2018 | მედია რეიტინგი, სიახლე

#4

საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვაგრძელებთ 2017 წლის სხვადასხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულების წარმოდგენას.

გასართობი გადაცემები ქართულ სატელევიზიო გადაცემებს შორის ყველაზე მაღალრეიტნგული ტიპოლოგიაა. გასართობ გადაცემებსა და შოუ-პროგრამებს შორის, პირველ და მეორე ადგილს იკავებს გადაცემა „ნიჭიერი“-პირველი პოზიცია, რუსთავი 2 -27.79%, მეორე პოზიცია, იმედი -24.06%. (გადაცემა 2010 წლიდან ტრადიციულად ტიპოლოგიის და ზოგადად გადაცემების ტოპ ათეულების ლიდერია). ნიჭიერი მსოფლიოში ცნობილი “Got Talent”-ის (რომლის პირველი გადაცემა დიდ ბრიტანეთში 2005 წელს გავიდა) ქართული ანალოგია.  ტოპ ათეულის მესამე ადგილზე გავიდა  „კომედი შოუს და ვანოს შოუს საახალწლო კონცერტი’’-23.73%. ტოპ ათეულში მოხვდნენ -,,The ვანოს შოუ’’-22.20%, ,,ნიჭიერი ექსტრა’’-17.43%, ,,შენ შეგიძლია ცეკვა’’-15.85% და „ცეკვავენ ვარსკვლავები“-18,10%. დეტალურად ტოპ ათეული იხილეთ გრაფიკზე #1

1

შემეცნებითი გადაცემების ტოპ ათეული შედგენილია ექვს არხზე გასული გადაცემებისგან. პირველ ადგილზე, რუსთავი 2-ზე გასული გადაცემა “ექიმებია”, რეიტინგით-13.15%, აღსანიშნავია, რომ გადაცემა იგივე ტიპოლოგიაში 2015 და 2016 წელსაც პირველ პოზიციას იკავებდა. მეორე  ადგილს იმედზე, 31 დეკემბერს გასული იგივე გადაცემის სხვა ეპიზოდი იკავებს-რეიტინგით-10.43%. მესამე ადგილზეა ტელეარხ იმედზე გასული გადაცემა ,,ეთ სეტერა’’, რეიტინგით-7.97. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #2:

2

სატელევიზიო თამაშების ტოპ ათეულის, პირველ პოზიციაზე იმედის გადაცემა ,,ცოდნა ფულია’’ მოექცა, რეიტინგით-15.18%. მეორე ადგილზეა გადაცემა „გააცინე და მოიგე’’, რეიტინგით-13.74%. სატელევიზიო თამაშების კატეგორიაში მოხვდა რუსთავი2-ის ოთხი გადაცემა, იმედის ერთი გადაცემა, კომედი არხის სამი გადაცემა და საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის ორი გადაცემა, გადაცემების შედეგები მკვეთრად განსხვავდება და  რეიტინგი ვარირებს 13.74%-დან  2.08%-მდე. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #3

3

მუსიკალური გადაცემებისა და კონცერტების ტოპ ათეული სრულად არის შედგენილი მხოლოდ რუსთავი2-სა და იმედზე გასული გადაცემებისგან. აღნიშნული ტიპოლოგიის ყველაზე რეიტინგული, პროექტ – „X ფაქტორი“-ის პირველ აპრილს გასული ეპიზოდია, რეიტინგით-25.32%. მომდევნო ხუთი პოზიცია, იმედის გადაცემებს შორის გადანაწილდა. მეორე ადგილს იმედზე გასული ,,საახალწლო კონცერტი’’ იკავებს, რეიტინგით-16.09%. ათეულში ასევე მოხვდნენ ,,იუმორინა კონცერტი’’, „ჯემალ და გია ბაღაშვილების საიუბილეო საღამო“, „ანრი ჯოხაძის კონცერტი“ და ა.შ. დეტალურად ტოპ ათეული იხილეთ გრაფიკზე #4

4

მომდევნო სტატიებში შემოგთავაზებთ სხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულებს.