Untitled

ბარსელონაში გამართულ გამოფენაზე 2-ეკრანიანი სმარტფონი წარადგინეს [ვიდეო]

02.03.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, ვიდეო, სიახლე

ბარსელონაში გამართულ კონფერენციაზე Mobile World Congress (MWC) 2-ეკრანიანი სმარტფონი წარადგინეს.

ZTE Axon M-ი არც ისე ახალი მოდელია: ტელეფონი 2017 წლის შემოდგომაზე გამოვიდა, თუმცა მწარმოებელმა ის Mobile World Congress-ზეც წარადგინა.

სმარტფონს 2 ერთნაირი ეკრანი აქვს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ვიდეოს ან უბრალოდ მიმოწერას ორივე ეკრანზე უყუროს.

გარდა ამისა, სმარფონის მომხმარებელს შეუძლია ეკრანის ორივე ნაწილზე სხვადასხვა ოპერაცია განახორციელოს.