ვსიო

წლის ყველაზე რეიტინგულები (ნაწილი 3)

23.02.2018 | მედია რეიტინგი, სიახლე

საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვაგრძელებთ 2017 წლის სხვადასხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულების წარმოდგენას.

სატელევიზიო სერიალები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სასიამოვნოა რომ 2017 წლის ტოპ ათეულის პირველი ადგილის მფლობელი კვლავ ქართული პროდუქტი-სერიალი ,,ჩემი ცოლის დაქალები’’ (19,89%) გახდა, ათეულის მეხუთე ადგილზე გასული სერიალიც-„10 წლის შემდეგ“ ქართულია, რეიტინგით 17,16%. მეორე ადგილზე გავიდა თურქული სერიალი „ძმა“ რეიტინგით-17.91%. მომდევნო ორი ადგილის მფლობელები  მას მცირედით ჩამორჩებიან: ,,მოპარული ცხოვრება’’-17.83%, ,,ნამსხვრევები’’-17.31%. ტოპ ათეულში სულ მოხვდა იმედის არხზე გასული შვიდი და რუსთავი 2-ზე გასული სამი სერიალი: ორი ქართული, შვიდი თურქული და ერთი ფრანგულ-კანადურ-ამერიკული კოპროდუქცია („ტრანსპორტერი“). სრულად ტოპ ათეული იხ. გრაფიკზე #1

Untitled

უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად ანიმაციური ფილმების ტოპ ათეული შედგება უმეტესწილად რუსთავი 2-ზე გასული ფილმებისაგან.  ასევე ერთგვარ ტრადიციად იქცა პირველ ადგილზე, სრულიად არასაბავშვო თემატიკის, პოლიტიკური სატირის ჟანრის ანიმაციის ,,ქერის უბნის’’  პოზიციონირება(რეიტინგი 22.75%). პირველ ადგილზე მყოფს გაცილებით ჩამორჩებიან მომდევნო პოზიციის მფლობელები. მეორე ადგილზე ისევ და ისევ ,,ქერის უბანი“-ს კომედი არხზე გასული სერია გავიდა, რეიტინგით-5.12%. მესამე ადგილზეა ანიმაციური ფილმი ,,განძის პლანეტა’’ რეიტინგით 4.69%. დეტალურად შედეგები იხილეთ გრაფიკზე #2

Untitled

მხატვრული ფილმებისადმი ინტერესი კვლავ სტაბილურია. ტოპ ათეულის პირველი და ბოლო ადგილის მფლობელი მხატვრული ფილმების რეიტინგები არ არის მკვეთრად განსხვავებული. პირველ ადგილს იკავებს ფილმი ,,რობინზონი და 9 პარასკევა’’, რეიტინგით 12,88%, ხოლო ბოლო, რიგით მეათე ადგილზე გავიდა ფილმი „ტაქსი“, რეიტინგით-10.19%. მეორე საპატიო ადგილს იკავებს ქართული ფილმი ,,იავნანა’’- 11.32%. ტოპ ათეულში შევიდა 8 ქართული მხატვრული ფილმი, რომლებიც რუსთავი2-ზე გავიდა და 2 უცხოური მხატვრული ფილმი, რომლებიც იმედზე გავიდა. სრულად ტოპ ათეული იხ. გრაფიკზე #3

Untitled

2017 წლის ყველაზე რეიტინგული დოკუმენტური ფილმების ტოპ ათეულის, პირველ ადგილს იკავებს ,,გრიფით საიდუმლო’’-11.14%. მეორე ადგილზე  2015 წლის, 13 ივნისის ტრაგედიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი გავიდა, რეიტინგით 10.91%.  მესამე ადგილზე გავიდა დოკუმენტური ფილმი „ჯახი გურიაში“ რეიტინგით 8.45%. სრულად ტოპ ათეული იხ. გრაფიკზე #4:

Untitled

მომდევნო სტატიებში შემოგთავაზებთ სხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულებს.