samsung-flying-display-device-770x483

Samsung-მა მფრინავი პლანშეტი-დრონი დააპატენტა

21.02.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

კომპანია Samsung-ის საპატენტო ბიუროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით,  კომპანია მფრინავი პლანშეტი-დრონის შექმნაზე მუშაობს. მოწყობილობა სენსორული დისპლეის მქონე პლანშეტური კომპიუტერია, რომელიც სივრცეში ოთხი პროპელერის მეშვეობით გადაადგილდება. გაჯეტის მართვა დისტანციურად, პულტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

პლანშეტში დამონტაჟდება GPS და მრავალი სენსორი, რომელიც მას სივრცეში ორიენტაციისა და წინაღობების ამოცნობის საშუალებას მისცემს. ეკრანი მომხმარებლის მიმართ ეკრანზე არსებული ინფორმაციის დასანახად საუკეთესო კუთხით იქნება მიმართული. პლანშეტს ნებისმიერ მომენტში შეეძლება საკუთარი პოზიციისა და მდებარეობის შეცვლა და ჰაერში მხოლოდ მომხმარებლის წინ დარჩება.

თუ ადამიანი პლანშეტსგან ზურგით შებრუნდება, ან სხვა ოთახში გავა, პლანშეტი იმავე ტრაექტორიის გავლას შეეცდება, რომ მომხმარებლის მხედველობის არეში დარჩეს. ეს ყველაფერი ჯერ პატენტია, მაგრამ არ არის გამორიცხული, მსგავსი პლანშეტი მალე გამოვიდეს.