pjimage-4

Microsoft-მა ახალი აპლიკაცია Photos Companion-ი შექმნა

20.02.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Microsoft-მა ახალი აპლიკაცია, Photos Companion-ი შექმნა. მისი მეშვეობით, მომხმარებლები უსადენო ინტერნეტით ფოტოსურათების სმარტფონიდან პირდაპირ პერსონალურ კომპიუტერში სწრაფად გადაიტანას შეძლებენ. ამის შესახებ The Star-ი წერს.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ოპერაციული სისტემებისთვის. ფოტო-ვიდეო მასალის პერსონალურ კომპიუტერში გადასაგზავნად QR კოდის სკანირებაა საჭირო.

როგორც Microsoft-ში განმარტავენ, აპლიკაციის შექმნის თავდაპირველი  მიზანი ამერიკულ და ევროპულ სკოლებში სასწავლო პროცესის გამარტივება იყო. კერძოდ, ბავშვებისთვის მიეცათ შესაძლებლობა, მრავალი  სმარტფონიდან ერთ პერსონალურ კომპიუტერში საკუთარი პრეზენტაციები გადაეგზავნათ, იქიდან კი სასწავლო მასალა აეღოთ.

Untitled