Untitled-1

2018 წლის ყველაზე რეზონანსული თემები მედიაში

20.02.2018 | კვლევები, სიახლე

ქართული მედია საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს რეზონანსული თემების თვალსაზრისით, რომელთაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.

წარმოგიდგენთ, აქტუალურ თემებს და მათი გამოვლინების სტატისტიკას, ქართულ მედია სივრცეში, 01-17 იანვრის განმავლობაში.

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი მაჩალიკაშვილის საქმე, ყველაზე რეზონანსული თემა იყო მიმდინარე წლის გასული პერიოდის განმავლობაში. ჯამში 1800-ზე მეტ სტატიასა და სიუჟეტში მოიხსენიეს ეს თემა.

1

14 თემიდან 3 ბიზნეს ნიუსია, „მაგთიკომისა“ და „საქართველოს ბანკის მონაწილეობით“.

ერთი ნიუსი კულტურული ხასიათისაა, „სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის“ თაობაზე.

მნიშნელოვანია ბავშვთა საკითხები, რომელსაც ბაღების მენიუს და იმუნიზაციის თემები დაეთმო. კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივა, ბაღებში, საკვები პროდუქტების ხარისხობრივი შემადგენლობის ცვლილების თაობაზე და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, ვაქცინის გამოყენების თაობაზე, რომელსაც რავალფეროვანი ინტერპრეტაციების გავრცელების საფუძველზე, ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ოფიციალური, პასუხისმგებელი ორგანოებისა და პირების მხრიდანაც.

დანარჩენი თემები პოლიტიკური ხასიათისაა.

სამწუხაროდ, 14 თემიდან, მხოლოდ ერთია პოზიტიური ხასიათის, საქართველოს ბანკის მიერ იბიარდის საკრედიტო ხაზის მიღების თაობაზე. თემების უმრავლესობა ნეგატიური ან ნეიტრალური ხასიათის მატარებელია.


მომზადებულია აიფიემ კვლევების მედია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.