Untitled-19-580x326

წლის ყველაზე რეიტინგულები (ნაწილი 2)

14.02.2018 | მედია რეიტინგი, სიახლე

#2

2017 წლის დასრულებასთან შემდეგ შესაძლებლობა გვეძლევა დეტალურად შევაფასოთ გასული წლის სატელევიზიო შედეგები. საქართველოში, ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ სხვადასხვა ტიპოლოგიის ყველაზე რეიტინგულ გადაცემებს:

პირველ ეტაპზე გავნიხილოთ სოციალურ-პოლიტიკური გადაცემების ათეული, რომელიც სრულად შედგენილია მხოლოდ ორი არხის, რუსთავი2-ის და იმედის, გადაცემებისაგან. წლების მანძილზე გადაცემა –  ,,P.S’’ იკავებდა მოწინავე პოზიციას თუმცა 2017 წლის ტოპ სოციალურ-პოლიტიკურიი გადაცემების პირველ ადგილზე მოექცა, ,,არჩევანი’’- რეიტინგით-18,79% (აღსანიშნავია, რომ თოქ-შოუ ,,არჩევანი’’-მა გასულ წელთან შედარებით მესამე პოზიციიდან პირველზე გადმოინაცვლა). მეორე ადგილის მფლობელი- ,,P.S’’, მცირედი ჩამორჩება ლიდერს, რეიტინგით-18.50%. გადაცემა- „განსხვავებული აქცენტები“ მესამე პოზიციას იკავებს, რეიტინგით-15.52%. მეოთხე ადგილზე გადაცემა “იმედის დრო” გავიდა, რეიტინგით 13.61%. სრულად ტოპ ათეული იხ. გრაფიკზე #1

1

საინფორმაციო გამოშვებების ათეულში მოხვდა იმედის ოთხი და რუსთავი 2-ის, ექვსი გადაცემა.  პირველი სამი პოზიციიდან, პირველსა და მესამე ადგილს იკავებს ,,კურიერი 21:00“, რეიტინგით -18.29% და ,,კურიერი 18:00“, რეიტინგით-13.99%, ხოლო მეორე ადგილს იკავებს ,,ქრონიკა 20:00“, რეიტინგით-17.85%. სრულად ტოპ ათეული იხ. გრაფიკზე #2

2

თოქ-შოუები დიდი პოპულარობით სარგებლობს მაყურებელში, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ტელეარხი გვანებივრებს გასართობი თუ სოციალური (არა პოლიტიკური) თემატიკის თოქ-შოუებით. პირველსა და მეორე საპატიო პოზიციებზე მოხვდნენ ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემები: „პროფილი“ რეიტინგით – 23.04% და ,,ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ’’, რეიტინგით – 16.25%. მომდევნო ოთხი პოზიცია გადანაწილდა ტელეკომპანია იმედის თოქ-შოუებს შორის: „სხვა რაკურსი“, „პრაიმ შოუ“, „ეკა ხოფერიას თოქ-შოუ“ და „რა დროს ძილია“.. მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე გავიდა თოქ-შოუ – ,,რა დროს ძილია’’, იმედზე 9 დეკემბერს გასული გადაცემის რეიტინგი იყო 8.94%, ხოლო მაესტროზე 9 თებერვალს გასული გადაცემის რეიტინგი მხოლოდ 1.79% იყო. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #3

3

მომდევნო სტატიებში შემოგთავაზებთ სხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულებს.