shutterstock_1013417161

ქუთაისში ენერგიის გამომმუშავებელი ველოსიპედები დაიდგმება

13.02.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

ქუთაისში, პროექტ “Сharging Eco Space”-ის ფარგლებში, სპეციალური ველოსიპედები დამონტაჟდება, რომლებიც ენერგიას გამოიმუშავებენ. ინფორმაციას topnews.geავრცელებს.

ველოსიპედების მშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ერთი მხრივ, გამოიმუშავოს ენერგია და მეორე მხრივ, დატენოს ნებისმიერი ნივთი: მობილური, ლეპტოპი და სხვა მოწყობილობა.

სულ სამი ასეთი ველოსიპედი დაიდგმება – ორი წინასწარ შერჩეულ სკვერში, ერთი კი პროექტის ორგანიზატორის RICDOG-ის ოფისში.

RICDOG-ის გენერალური მდივანი ეკატერინე მარუქაშვილი ამბობს, რომ პროექტის მიზანია შექმნას სივრცე, სადაც თემს შესაძლებლობა ექნება გამოხატოს თავისი მოსაზრებები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.

პროექტი 6-თვიანია.