Untitled

Twitter-მა სოცქსელში ცრუ პორნოვიდეოები დაბლოკა[ვიდეო]

08.02.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, ვიდეო, სიახლე

ცრუ პორნოგრაფიული ვიდეოები, რომლებშიც ადამიანის სხეულზე რომელიმე ცნობილი პირის სახეა დამონტაჟებული, Twitter-მა სოციალურ ქსელში დაბლოკა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვიდეორგოლები ინტერნეტში ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა. ვიდეოზე პორნოგრაფიაში ჩართულ ადამიანებს მათი რეალური სახის ნაცვლად, რომელიმე ცნობილი ადამიანების სახეები აქვთ. ადამიანებს, ერთი შეხედვით კი ჰგონიათ, რომ პორნოვიდეოს გახსნის შემთხვევაში იმ კონკრეტულ მსახიობზე ნახავენ კადრებს.

ვიდეოჰოსტინგმა Gfycat-მა და ჩატის პლატფორმა Discord-მა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს და მათაც დაბლოკეს ასეთი ვიდეოები.