how_to_run_ios_application_on_your_iPhone_using_xcode

Apple მომხმარებელს ნელი iPhone-ების აკუმულატორების შეცვლის ფასს აუნაზღაურებს

08.02.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Apple-ი არ გამორიცხავს, რომ iPhone-ის ძველი მოდელების მესაკუთრეებს აკუმულატორების გამოცვლის თანხები აუნაზღაუროს. ამის შესახებ, აშშ-ის სენატის მოთხოვნაზე კომპანიის მიერ გაცემულ პასუხშია ნათქვამი. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გაზეთის ინფორმაციით, ეს ინიციატივა Apple-ს ეკუთვნის. ფული დაუბრუნდებათ მათ, ვინც სერვის-ცენტრს მანამდე მიაკითხა, ვიდრე კომპანია არაგარანტირებული აკუმულატორების ფასს 50 დოლარით დასწევდა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple-ი უფასოდ შეაკეთებს iPhone 7-ს, რომლებსაც ქსელთან დაკავშირებული პრობლემა (No Service) ექნებათ.