shutterstock_712241968

Telegram-ი App Store-დან ბავშვთა პორნოგრაფიის გამო წაიშალა

06.02.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

App Store-დან Telegram-ის მესინჯერის წაშლის მიზეზი ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება გახდა. ამის შესახებ 9to5mac-ი წერს.

“ჩვენ გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობა იმ ქმედებებისადმი, რომელიც ბავშვებს საფრთხეს უქმნის. ბავშვთა პორნოგრაფია იმ ფაქტების სიაშია, რომელიც არასდროს უნდა მოხდეს. ეს ბოროტებაა, უკანონო და ამორალური,”-ნათქვამია განმატებით წერილში, რომელიც App Store-ის ხელმძღვანელმა, ფილ შილერმა, გაავრცელა.

1 თებერვალს Telegram-ის მესინჯერი და მისი ალტერნატივა Telegram X App Store-ზე მიუწვდომელი გახდა. მაშინ Telegram-ის დამაარსებელმა პავლე დუროვმა მომხდარს უმნიშვნელო პრობლემა უწოდა და მიზეზად “მიუღებელი კონტენტი” დაასახელა.