shutterstock_582604822

iOS-ის აპლიკაციებმა შესაძლოა, მალე Mac-ზე იმუშაოს

02.02.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

iOS-ის აპლიკაციებმა შესაძლოა, მალე Mac-ზე იმუშაოს. ინფორმაცია Macrumors-იავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, კომპანია Apple-ი App Store-ში კომბინირებულ განყოფილებას ამზადებს, რის შემდეგაც iOS-ის აპლიკაციების macOS-ზე გამოყენება შესაძლებელი გახდება.

დეველოპერები მიიჩნევენ, რომ კომპანიის ინიციატივა მათ მეტ შესაძლობლობას მისცემს ახალი აპლიკაციების გამოშვებაზე მეტი იფიქრონ.

ჯერ უცნობია, რა ხერხებით გეგმავს Apple-ი მიზანის მიღწევას, თუმცა ცნობილია, რომ SDK-ს და API-ზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

iOS 12-ის და macOS 10.14-ის ანონსი მიმდინარე წლის ზაფხულში WWDC 2018-ზე კალიფორნიაშია დაანონსებული, ფინალური ვერსიის გამოშვება კი შემოდგომაზეა დაგეგმილი.