pjimage-2

ახალი iPad-ი 2018 წლის ბოლოს გამოვა

31.01.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

კომპანია Apple ახალი iPad-ის გამოშვებას 2018 წლის ბოლომდე აპირებს. ამის შესახებ ცნობილმა ანალიტიკოსმა მარკ გურმანმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი iPad-ი აღჭურვილი იქნება საფირმჯო პროცესორით და ამასთან, მას ხელოვნური ინტელექტის და ნეიროქსელის მხარდაჭერა ექნება.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახალ iPad-ს, ისევე როგორც iPhone X-ს, სახის ამოცნობის სისტემა Face ID-ი ექნება.